ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტი ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს

(თბილისი, 2 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი დღეს წელიწადის პირველ თვეებში ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს.

კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა დემურ გიორხელიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, წელიწადის პირველ ოთხ თვეში “ბიუჯეტის შესრულების პროცესი დამაიმედებელი არ არის”.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ აპრილში დაგეგმილზე 4-5 მილიონი ლარით ნაკლები შეაგროვა.

ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ბიუჯეტის დანაკლისთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.  

სავარაუდოდ, დეპუტატები იმ მინისტრებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ, რომლებსაც ბიუჯეტის შესრულება ეკისრებათ. 

მსგავსი/Related

Back to top button