ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების კონტროლის წინააღმდეგია

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 1 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების კონტროლი ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

სხდომის შენდეგ ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა იმ გრანტებს უნდა აკონტროლებდეს, რომლებსაც სახელმწიფო მიიღებს.

“მოსალოდნელია, რომ არასახელმწიფო ორგანიზაციების სახელით რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსება ხდებოდეს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის უფროსმა სულხან მოლაშვილმა გააკრიტიკა ფინანსთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ამ სამინისტრომ უნდა იცოდეს, თუ რაზე იხარჯება გრანტები.

ზურაბ ნოღაიდელი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მას მხარს დაუჭერს.

გასულ შემოდგომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ, რომელიც მოგვიანებით სამოქალაქო საზოგადოებამ გააკრიტიკა.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ეს იქნება გრანტებით დასპონსორებული პროგრამების საქმიანობის დეტალებში სახელმწიფოს მხრიდან ჩაძიება.

მსგავსი/Related

Back to top button