ახალი ამბები

სამართალდამცავები პანკისს აკონტროლებენ

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “პანკისის ხეობაში ვითარება კრიტიკული არ არის. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ,” – განაცხადა 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა გაერო-ს ინტერნეტ-ჟურნალ “სივილ ჯორჯია”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკანასკნელი ინფორმაციით, პანკისში, სადაც, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფება “ალ-ქაიდას”-თან კავშირში მყოფი პირები აფარებენ თავს, ვითარება დაიძაბა.

30 აპრილს პანკისის ხეობაში ორი ჩეჩენის გვამი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს
რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანს ჩეჩნებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებდა.

პაატა გომელაურის განცხადებით, ჩეჩენი ბოევიკების დაღუპვა გვიჩვენებს, რომ სიტუაცია        ჩვეულებრივზე დაძაბულია, მაგრამ “საქართველოს შსს-ს შენაერთები ხეობაში თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც იმას მოწმობს, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ.” 

მსგავსი/Related

Back to top button