We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პარლამენტის შენობაში ნაღმი ვერ აღმოაჩინეს

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის შენობაში ნაღმი ვერ აღმოაჩინეს.

დღეს 2002 წლის 1 მაისს, დილით, პალამენტის ადმინისტრაციის უფროსის ხათუნა გოგორიშვილის კაბინეტში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში ნაღმი იყო ჩადებული.

სატელეფონო ზარის შემდეგ პარლამენტიდან ევაკუაცია მოახდინეს.

Back to top button