ახალი ამბები

ანონიმური ზარი პარლამეტში ბომბის შესახებ

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს დილით პარლამენტში ანონიმური სატელეფონო ზარი გაისმა. უცნობმა თქვა, რომ შენობაში ბომბი იყო დამონტაჟებული. პარლამენტში მომუშავე მთელი პერსონალი ევაკუირებულია.

შენობა უშიშრობის სამსახურის წარმომადგენლებმა შეამოწმეს, თუმცა მასში ბომბი ვერ აღმოაჩინეს.

უცნობმა ადამიანმა ბომბის შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსს ხათუნა გოგორიშვილს აცნობა.

მსგავსი/Related

Back to top button