ახალი ამბები

ამერიკელი ლოგისტები საწვრთნელ ადგილებს არჩევენ

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის პირველი 18-კაციანი ჯგუფი, რომელიც თბილისში 30 აპრილს ჩამოვიდა, ქართველი ჯარისკაცებისთვის წვრთნების ჩასატარებლად ოთხ ადგილს შეარჩევს, პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სამსახური.

“პროგრამის ამერიკელ წევრებს არ ეკისრებათ მრჩეველთა როლი, როგორც ეს ფილიპინებზეა”, – აცხადებენ პენტაგონის წარმომადგენლები.

საქართველოს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა ევროპაში აშშ-ის საგანგებო ოპერაციათა სარდლობის ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება.

ამერიკელ ინსტრუქტორთა ძირითადი ჯგუფი საქართველოში, სავარაუდოდ, მაისში ჩამოვა. 150 სამხედრო სპეციალისტი 2 000 ქართველ სამხედროს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის მოამზადებს.

მსგავსი/Related

Back to top button