ახალი ამბები

ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა რუსეთს არ ეწინააღმდეგება – ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 1 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლა არ არის მიმართული რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. განსაკუთრებული აქ არაფერია, საქართველოში მხოლოდ 20 ამერიკელი ჩამოვიდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 30 აპრილს ტრაბზონიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ლიდერთა სამიტი გაიმართა.

აშშ-ის ზურგის სამსახურის ანუ ლოგისტიკის ჯგუფი დედაქალაქში 30 აპრილს დილით ადრე ჩამოვიდა. მისი მიზანია მაისში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსასვლელად ტექნიკური მხარის მოწესრიგება.

აშშ საქართველოს ეხმარება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში, რათა ქართულმა მხარემ თავად განახორციელოს ოპერაცია პანკისის ხეობაში ტერორიზმის აღსაკვეთად და საკუთარი საზღვრების დასაცავად.

მსგავსი/Related

Back to top button