ახალი ამბები

პრეზიდენტი მიწისძვრის შედეგებზე კომენტარს აკეთებს

(თბილისი, 29 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. თბილისის მრავალი  მკვიდრი უსახლკაროდ დარჩა. ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ ისინი ბინებით უზრუნველვყოთ,” – განაცხადა პრეზიდენტმა 29 აპრილს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა წარმატებული ქართველი ბიზნესმენების ინიციატივას,  დაესპონსორებინათ დაზიანებული შენობების აღდგენითი სამუშაოები.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ერთი მილიონი ლარი (დაახლოებით 500,000 აშშ დოლარი) იქნება გადარიცხული.

25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად თბილისში 6 ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა. საცხოვრებელი სახლები ძირითადად ქალაქის ძველ უბნებში დაინგრა.

მსგავსი/Related

Back to top button