ახალი ამბები

მხოლოდ 1000 ლარი მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში

(თბილისი, 29 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ფონდში, რომელიც 25 აპრილს მიწისძვრის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა, დღემდე მხოლოდ 1000 ლარია ჩარიცხული. მიწისძვრით მიყენებული საერთო ზარალი 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მიწისძვრის მეორე დღეს თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ მიმართა საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებსა და მრეწველებს დახმარება გაეწიათ დაზარალებულთათვის და ფინანსები გაეღოთ დაზიანებული და დანგრეული შენობების შეკეთებისა და აშენებისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 45 შენობა დაინგრა, ათასობით კი დაზიანდა.

მსგავსი/Related

Back to top button