ახალი ამბები

ტრაბზონში ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

(თბილისი, 29 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “29 აპრილს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების სამიტის პარალელურად გაიმართება შეხვედრები სამი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის”, – განაცხადა საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრი კობა ნარჩემაშილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. შეხვედრებზე სამი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მოლაპარაკებების დასასრულს ხელი მოეწერება ორმხრივ ხელშეკრულებებს ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრებზე განხილული იქნება ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და პატიმართა ექსტრადიციის გამარტივების საკითხები.

მსგავსი/Related

Back to top button