ახალი ამბები

შევარდნაძე ტრაბზონს მიემგზავრება აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შესახვედრად

(თბილისი, 29 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მიემგზავრება, სადაც თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდება, – იტყობინება სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახური.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ორდღიან სამიტზე რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრებსაც გამართავენ.

მსგავსი/Related

Back to top button