ახალი ამბები

ჩვენ არ გვინდა ომი – მიმართავს აფხაზებს შევარდნაძე

(თბილისი, 20 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ არ ვგეგმავთ თავდასხმას და არც ოპერაციის განხორციელებას ვაპირებთ. მე, როგორც პრეზიდენტი, სამშვიდობო მოლაპარაკებების კატეგორიული მომხრე ვარ”, – ასე მიმართა ტელევიზიის საშუალებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზეთის მოსახლეობას.

შევარდნაძემ ასევე ისაუბრა კოდორის ხეობის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ხეობაში პროვოკაცია იგეგმება, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაბმას ითვალისწინებს.

“ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ. იქნება დამატებითი ჯარი, დამატებითი შეიარაღება, ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა კოდორის ხეობაში დაძაბულობა ავიცილოთ თავიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კოდორის ხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განიხილეს.

სახელისუფლებო წრეების წარმომადგენელთა თქმით, კოდორის ხეობის დაკარგვის საფრთხე რეალურად არსებობს.

მსგავსი/Related

Back to top button