ახალი ამბები

პარლამენტის საგანგებო სესიის მიმოხილვა. 20-22 მარტი. 2002

20 მარტი, ოთხშაბათი

პარლამენტის საგანგებო სხდომა დახურულ კარს მიღმა აფხაზეთის საკითხის განხილვით გაგრძელდა.

1. დადგენილების პროექტი “აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ”

პარლამეტმა დაადგინა, რომ:

 დსთ-ს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო ჯარი 2001 წლის 11 ოქტომბრის დადგენილების თანახმად უნდა გავიდეს აფხაზეთის ტერიტორიიდან;
 აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის დევნა შეფასდეს, როგორც გენოციდი; და ეთნიკური წმენდისა და კონფლიქტის ინსპირატორთა მიმართ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა;
 ვინაიდან აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება წარმოადგენს ეთნოკრატიულ-დისკრიმინაციულ რეჟიმს, ეთხოვოს საერთაშორისო თანამეგობრობას შეფასება მისცეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს;
 საქართველოს  ხელისუფლებამ 3 თვის ვადაში განსაზღვროს აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში;
 2002 წლის 30 ივნისამდე აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებულმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ წარმოადგინოს დადგენილების ახალი პროექტი კონფლიქტის მოგვარების ძირითადი მიმართულებების შესახებ;
 აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყოველ სამ თვეში პარლამენტს მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესრულების შესახებ.

ფრაქცია “აღორძინებამ” მოითხოვა მეორე პუნქტის მეორე ნაწილის ტექსტიდან ამოღება იმ მოტივით, რომ პარლამენტის მიერ დადგენილი გენოციდის მომწყობთა მიმართ სამართლებრივი დევნა შეაფერხებს სამშვიდობო პროცესს. ეს წინადადება ალტერნატივის სახით დადგა კენჭისყრაზე.

მომხრე – 32
მოწინააღმდეგე – 83

საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო დადგენილების პროექტი იმის სათვალისწინებით, რომ სანამ არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების შესაძლებლობა დაუშვებელია მისი ძალისმიერი გზით გადაწყვეტა.

მომხრე – 148
მოწინააღმდეგე – 0

2. დადგენილების პროექტი “აფხაზეთში სახელმწიფო და კერძო საკუთრების უკანონო გასხვისებისა და კონტრაბანდის შესახებ”

პარლამეტმა დაადგინა, რომ უკანონოდ იქნეს ცნობილი 1992 წლის 14 აგვისტოდან ყველა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონებისა და დევნილთა კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვას ეხება; დაევალა სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები;  ასევე, ყველა სახელმწიფოს, რომელთა ფიზიკური თუ იურიდიული პირები აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეწარმეო-სავაჭრო გარიგებებს ახორციელებენ, ეცნობოს ამ იურიდიული აქტების უკანონოდ აღიარების შესახებ.

მომხრე – 155
მოწინააღმდეგე – 1

3. საქარტველოს პარლამეტის განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 2002 წლის 6 მარტის განცხადების თაობაზე.

განცხადების პროექტი საგარეო ურთიერთობათა და  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მიერ მომზადდა.

განცხადებაში დაგმობილია 6 მარტს მიღებული განცხადების ტონი და შეფასებულია იგი, როგორც მუქარა და უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში.  ნათქვამია, რომ რუსეთმა არაადეკვატურად აღიქვა აშშ-ს დახმარების პროგრამა საქართველოში.

პარლამეტი განოთქვამს სურვილს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა  კვლავ მეგობრულ ჩარჩოებში მოექცევა.

მომხრე – 144
მოწინააღმდეგე – 2

4. დადგენილების პროექტი “ირაკლი ბიბილაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევის შესახებ”

მომხრე – 145
მოწინააღმდეგე – 1

5. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ.

კომიტეტები პარლამენტში შექმნილი ახალი რეალობის, ფრაქციათა გაზრდილი რაოდენობის ქვოტირების საფუძველზე დაკომპლექტდა.

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 0

6. საქართველოს 2002 წლის საგაზაფხულო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცება.

მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 0

7. კანონპროექტი “მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 97
მოწინააღმდეგე – 0

8. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

კანონპროექტი მიღება გააპროტესტა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტეის თავჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ. მისი თქმით, კანონპროექტს მეორე მოსმენით გათვალისწინებული მუხლობრივი განხილვის პროცედურა არ ჰქონდა გავლილი.

საბოლოოდ, გამარტივებული წესით მიიღეს მრეწველების საკანონმდებლო ინიციატივა.

მომხრე – 134
მოწინააღმდეგე – 1

9. კანონპროექტი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

მიიღეს II მოსმენით.

მომხრე – 99
მოწინააღმდეგე – 0

10. კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”

განიხილეს გამართივებული წესით.

მომხრე – 117
მოწინააღმდეგე – 1

11. საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის თაობაზე”

პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნულ კანონს. პარლამეტმა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

მომხრე – 133
მოწინააღმდეგე – 9

21-22 მარტი, ხუთშაბათი-პარასკევი

1. კანონპროექტი “თანამდებობის პირთა მიერ მითვისებული ქონების ხალხისათვის დაბრუნების შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილმა. კანონპროექტი I მოსმენით, პრინციპების დონეზე იხილებოდა.
სამი ძირითადი პრინციპი, რომელსაც კანონპროექტი ეყრდნობა, არის:

1. მოქალაქის უფლება, რომ სარჩელი შეიტანოს მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიმართ ქონების დასაბუთების მიზნით;
2. სპეციალური პროკურორის ახალი ინსტიტუტი ინერგება;
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს კანონპროექტით გათვალისწინებულ დავებს.

სააკაშვილის თქმით, კანონრპოექტმა, რომელიც ანტიკორუფციული შვიდკაცას რეკომენდაციით მომზადდა მისი იუსტიციის მინისტრობის პეროიდში, გაიარა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტიზა. მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერებიც. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მის აღსრულებაზე, როგორც ინიციატორმა.

კანონპროექტის განხილვას ორდღიანი ბატალიები მიეძღვნა პარლამენტში. ძირითადი არგუმენტი, რომლითაც დეპუტატები კანონპროექტს იწუნებდნენ იყო იურიდიული ტექნიკის გაუმართაობა. ამ თვალსაზრისით ვალერი გელბახიანმა სააკაშვილი არაკომპეტენტურობაში და იურიდიული სპეციფიკის კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებაშიც კი დაადანაშაულა.

ფრაქციები იდეას მხარს უჭერდნენ, მაგრამ კანონპროექტის მიმართ უამრავ პრეტენზიებს გამოხატავდნენ. ამ მხრივ განსაკუთრების აქტიურობდნენ ფრაქციები “სოციალისტი” და “აღორძინება”. უარყოფითი დამოკიდებულება დაფიქსირდა ჩამორთმეული ქონების ეკლესიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. დეპუტატები თქმით, უკანონო ქონების ეკლესიის მფლოობელობაში გადაცემა მორალურად გამართლებული არ არის.

დებატები გაიმართა უამრავი დეტალის გარშემო (სპეციალური პროკურორი, ქონების ჩამორთმევა თუ ჯარიმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩართულობა, მოპასუხე მხარის ზუსტი განსაზღვრა: 4 ათასი დეკლარანტი თუ უფრო შეზღუდული რაოდენობა, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი და ა.შ). სააკაშვილმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში შესაძლებლად მიიჩნია შენიშვნების გათვალისწინება და შეთანხმების მიღწევა არარადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებთან.

მსგავსი/Related

Back to top button