ახალი ამბები

თბილისის პოლიციის შეფმა თანამდებობა დატოვა

(თბილისი, 23 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე 22 მარტს თანამდებობიდან გადადგა.

“ამ პირობებში შეუძლებელია მუშაობა. ფინანსების სიმცირე ჩვენ (სამართალდამცველებს) არ გვაძლევს დანაშაულის წინააღმდეგ ვიბძოლოთ”, განაცხადა ბაკურაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოსანის თანამდებობიდან გადადგომა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის განცხადებას დაემთხვა. გოგიაშვილის თქმით, სამართალდამცველი ორგანოები საქართველოში ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფო სტრუქტურებს წარმოადგენენ და რამდენიმე მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლებაა მოსალოდნელი.

კახა ბაკურაძე ამტკიცებს, რომ მის გადადგომას ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს.

Back to top button