
დეპუტატთა ნაწილი ანტიკორუფციულ კანონპროექტზე კენჭისყირს გადატანას ითხოვს
(თბილისი, 22 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტართა ერთი ნაწილი “უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობის გაგრძლებასა და პარამენტში მასზე კენჭისყრის გადატანას ითხოვს. დეპუტატთა უმრავლესობის განცხადებით, კანონპროექტის პტინციპები მათთვის მისაღებია, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დეტალი კონსტიტუციას არ შეესაბამება. კანონპროეტქი, რომელიც პარლამენტში ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” ლიდერმა მიხელ სააკაშვილმა წარადგინა, სახელმწიფო მოხელეების მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნებას ითვალისწინებს. დებატები პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. დეპუტატები ასევე აპირებენ განიხილონ სხვა კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და რომელიც ასევე ანტიკორუფციულია, თუმცა ის არ ითვალისწინებს უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემას.