ახალი ამბები

აშშ-ის დახმარებასა და აფხაზეთს შორის კავშირი არაა – ხაბურძანია

(თბილისი, 22 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ საქართველოსადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება არ შეიძლება იყოს დაკავშირებული საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტთან.

21 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას ხაბურძანიამ აღნიშნა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართველი სამხრდოების წვრთნა სულაც არ ნიშნავს აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის მზადებას.

მინისტრმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ინფორმაციას ფლობს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკაში ტერორისტების ყოფნის შესახებ.

რუსეთის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. რუსი მაღალჩინოსნების მტკიცებით, საქართველო აფხაზეთში სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

Back to top button