
საქართველო ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიისწრაფის
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ ძირითადი ამოცანის შესახებ პრეზიდენტმა შევარდნაძემ 18-19 მარტს ბრიუსელში გამართული ვიზიტისას განაცხადა. სადაც მან მოლაპარაკებები გამართა ჩრდილო ატლანტიკური ალიანის გენერალურ მდივანთან ლორდ რობერტსონთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კოორდინატორ ხავირ სოლანასთან და ევროსტრუქტურების სხვა ოფიციალურ პირებთან. ჯერ კიდევ ბრიუსელში ჩასვლამდე პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტისას 17 მარტს განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს გრძელვადიან მიზანს წარმოადგენ. ხავიერ სოლანოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ განაცხადა, რომ “მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა ევროკავშირის წევრობის გარდა სხვა ალტერნატივაზე არ გვიფიქრია.” თუმცა აქვე დასძენა, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაერთიანება “ხვალინდელი დღის საქმე არ არის, მაგრამ არც ისე შორი,” აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე. ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრებისას განხილვის ძირითადი თემა საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გარდა, საქართველოში არსებული სიტუაცია და ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოსთვის ანტი-ტერორისტული დახმარების აღმოჩენა იყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა ლორდ ჯორჯ რობერტსონმა შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცალკე ნატოს ქვეყნები, ისევე, როგორც მთლიანად ალიანსი ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს ისეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გამკლავებას შეძლებს. პრეზიდენტის განცხადებით საქართველოს ბოლო დროინდელი პოლიტიკა, რაც ანტი-ტერორისტულ კოალიციასთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება სულ უფრო აახლეობს საქართველოს ევროსტურქტურებთან. “ა.შ.შ.-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან მიახლეობას ისახავს მიზნად,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ. ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხეობის კომიტეტში 18 მარტს სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტართა ძირითადი ყურადღება რუსეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებმა გამოიწვია. საქართველოს პრეზიდენტის თქმით საქართველოს სურვილი გახდეს ევროსტრუქტურების წევრი არ უპირისპირდება რუსეთს, რომელიც “ჩემი რწმენით თავად მიისწრაფვის ევროპაში ინტეგრიციისაკენ,” აცხადებს შევარდნაძე. მისი თქმით რუსეთთან ბოლო დროს გაფუჭებული ურთიერთობების რუსი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის გაღიზიანებით არის გამოწვეული. “ზოგიერთ პოლიტიკოსს რუსეთში გული დაწყდა, რომ საქართველო არ დათანხმდა მოსკოვს გაეტარებინა რუსული ჯარი ჩეჩნებთან საბრძოლველად, ან მონაწილეობა მიეღო ერთობლივ საბრძოლო ოპერაციაში.” პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი ბრიუსელში ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო თბილისიში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ახლა შემდგარმა ვიზიტმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა მოიპოვა საქართველოს ანტი-ტერორისტულ ფრონტში ჩართვის შემდეგ. 19 მარტს ედუარდ შევარდნაძე ევროკომისიის პრეზიდენტთან რომანო პროდისთან და საგარეო ურთიერთობათა ევროკომისართან კრისტოფერ პატენთან გამართა შეხვედრები.საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ნატოს ხელმძღვანელობამ კი საქართველოს ანტიტერორისტულ ღონისძიებებში თანადგომა აღუთქვა.