ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

(თბილისი, 21 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს როდესაც, ერთის მხრივ, აცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო მეორეს მხრივ, მფარველობს იმ შეიარაღEბულ დაჯგუფებებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტს აღვივებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი შეიარაღებული შენაერთი – “თეთრი ლეგიონი” და “ტყის ძმები” აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნებას აფერხებს.

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გამოსცა, რაც ორიოდე დღის წინ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების სამი ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი გაიტაცეს და შემდეგ ისინი ორ ქართველ მებრძოლში გაცვალეს.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი თამაზ ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ ორივე შენაერთის წევრები პარტიზანები არიან, რომლებიც თავიანთი მშობლიური მიწისთვის იბრძვიან და რომ მათ ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვთ. 

Back to top button