ახალი ამბები

პარლამენტი ანტიკორუფციულ კანონპროექტებს განიხილავს

(თბილისი, 21 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტმა ორი ანტიკორუფციული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. ერთი დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის მიერ არის წარდგენილი, ხოლო მეორე იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.

რეფორმატორთა ფრაქციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ალტერნატიულ კანონპროექტთა პაკეტი რეფორმატორების კანონპროექტის დაბლოკვისთვის მოამზადა.

რეფორმატორ კობა დავითაშვილს მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს.

კანონპროექტი “დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ”, რომელიც პარლამენტში მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა, თანამდებობის პირთა მიერ არამართლზომიერად მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას ითვალისწინებს, ხოლო სამინისტროს კანონპროექტთა პაკეტი ამ ღონისძიებას არ გულისხმობს.

იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი 2001 წლის ზაფხულში, მიხეილ სააკაშვილის მინისტრად ყოფნის დროს შეიმუშავა. მაშინ კანონპროექტს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგბა შეხვდა.

Back to top button