ახალი ამბები

სტრატეგიული გაზსადენის უსაფრთხოება – ინვესტორების ძირითადი საზრუნავი

14 მარტს საქართველოს მთავრობასა და შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ინვესტორებს შორის ხელი მოეწერა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ძირითადი საკითხი, რაც ინვესტორების საზრუნავი რჩება ეს გაზსადენის უსაფრთხოების გარანტიებია.

ხელშეკრულების ხელმოწერა “საქართველოს ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის” ფარგლებში განხორციელდა. სხვებთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს ა.შ.შ.-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ საკითხებში სტივენ მანმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა “ბი-პი აზერბაიჯანის” პრეზიდენტმა დავიდ ვუდვორდმა.

გაზის ტრანსპორტირების დაწყებიდან პირველ 40 წელიწადში საქართველო უფასოდ მიიღებს ტრანსპორტირებული გაზის 5%, ანუ წელიწადში 40 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გია ჭანტურიას განცხადებით საქართველოს 2,6 მილიარდ ა.შ.შ. დოლარის მოგებას მოუტონს.

რეგიონში სადაც ა.შ.შ.-ის მთავრობის განცხადებით ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი ტერორისტები აფარებენ თავს, 15 მილიარდ დოლარანიანი პროექტის განხორციელებისას უსაფრთხოების საკითხებს უმნისვნელოვანესი როლი ენიჭება.

ა.შ.შ.-ის პრეზიდენტის სპეციალურა მრჩეველმა კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ საკითხებში სტივენ მანმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან 14 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ა.შ.შ. ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დაიცვას. “ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ მხრივ წარმატებას მივაღწევთ.”

სტივენ მანის განცხადებითGპროექტში ჩართული მხარეები უკვე მართავენ კონსულტაციებს გაზსადენის უსაფღხოების საკითხებთან დაკავშირებით.

16 მარტს პრეზიდენტი შევარდნაძე ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ნატოსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელობასთან. გია ჭანტურიას განცხადებით ამ ვიზიტისას ბაქო-თბილისი-ერზრუმის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილება.

გაზსადენის უსაფრთხების უზრუნველყოფის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაისში თბილისში დაგეგმილია კიდეფ ერთი კონფერენციის ჩატარება, რომელიც მთლიანად გაზსადენებისა და ნავთობსადენების უსაფრთხოების ზომებს დაერთმობა.

როგორც აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა კონფერენციაზე განაცხადა, გაზსადენის მშენებლობა 2002 წლის ბოლოს დაიწყება და 2004 წლისთვის დასრულდება. ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთს საქართველოს გავლით გაზის პირველი ნაკადი 2005 წელს მიეწოდება.

პროექტში შვიდი კომპანია მონაწილეობს: BP, მისი წილი პროქტის ინვესტიციებში 25,5% შეადგენს, Statoil – 25,5%, TotalFinaElf – 10%, Lukagip 10%, NICO – 10%, TPAO – 9% da SOCAR – 10%.

სტივენ მანი პროექტის საქართველოსთვის მნიშვნელობაზე საუბრისას ორ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას – ეკონომიკურსა და პოლიტიკურზე. გარდა წმინდა ეკონომიკური მოგებისა, გაზსადენი საქართველოს ენერგეტუკულ დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევს. დღესდღეობით საქართველოსთვის გაზის ერთადერთი მომწოდებელი რუსული კომპანია “იტერაა”, რაც რუსეთს  ხშირ შემთხვევაში საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებას აძლევს.

პროიქტის პოლიტიკურ მხარეზე აქცენტი პრეზიდენტმა შევარდნაძემაც გააკეთა, როდესაც მან კონფერენციაზე გაკეთებულ მოხსენებაში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს “კავკასიაში მშვიდობის გარანტი” უწოდა.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

Back to top button