
რუსი დეპუტატები კვლავ საქართველოში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ
(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 20 მარტს რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილებით საქართველოში შექნილი სიტუაცია სათათბიროს დსთ-ს საქმეთა და უშიროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უნდა განიხილონ. “აფხაზეთსა და ოსეთში სიტუაცია იძაბება, მაისში და ივნისში აღნიშნულ რეგიონებში მოსალოდნელია შეიარაღებული შეტაკებები და სისხლისღვრა,” აცხადებს რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის ანატოლი ჩეხოევი. დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის განცხადებით, “საქართველოში სიტუაცია მართლაც იძაბება, და ეს განხილულ უნდა იქნეს.” რუსეთის სათათბირომ უკვე განიხილა საქართველოში ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების ჩამოსვლის საკითხი. 6 მარტს რუსეთის სათათბირომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. რუსეთის პარლამენტარებმა აშშ სამხედრო დახმარების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს.