ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ოთხი ჯარისკაცი გაიტაცეს

(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 18 მარტს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთი რიგითი და სამი ოფიცერი გაიტაცეს.

გამტაცებლების ვინაობა დადგენილი არ არის. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ინციდენტი გასულ კვირას მომხდარ საბრძოლო შეტაკებასთან არის დაკავშირებული. შეტაკება რუსეთის სმშვიდობო ძალებსა და ერთ-ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მოხდა. რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ მებრძოლები ქართველები იყვნენ.

ჟურნალისტების თქმით, სამშვიდობოების მიერ შეპყრობილი ერთი მებრძოლი აფხაზეთის მხარეს უკვე გადაეცა. დავარაუდოდ, გამტაცებლები “მშვიდობისმყოფელთა” მებრძოლებზე გაცვლას მოითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button