ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ უბიძგებს

მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკი საქართველოსოთვის განკუთვნილ დახმარებებს 20%-ით შეამცირებს. მსოფლიო ბანსის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების დაჩქარებისკენ უბიძგებს.

7-8 მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუდი ოკონორმა საქართველოს მთავრობის წევრებთან გამარათულ ყველა შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოხატა, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ წარუმატებელი ბრძოლის გამო.

კორუფციასთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების უკმაყოფილებას ხელისუფლებაში არსებული არაეფექტური ადმინისტრირება, ბიზნესში არაკონკურენტული გარემოს არსებობა, ენორგოსაექტორსა და საგადასახო შემოსავლების სისტებაში არასახარბიელო მდგომარეობა იწვევს.

`საქართველოს 2001 წლის რეიტინგი ფაქტიურად ისეთივეა როგორიც 2000 წელს იყო. თუ საქართველოს სურს, მეტი დაფინანსება მიიღოს, განსაკუთრებული აქცენტი მმართველობის საკითხებზე უნდა გააკეთოს,~ განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯუდი ოკონერმა.

სწორედ ამ სფეროებში წლების განმავლობაში რეფომების არ გატარებამ და კორუფციის წინააღმდეგ წარუმატებელმა ბრძოლამ გამოიწვია მსოფლიო ბანკის მიერ 2003 წლიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარებების შემცირება.

მსოფლიო ბანკის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ხელისუფლება ცვლილებებლის განხორციელებისაკენ უკვე უბიძგა. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მსოფლიო ბანკის პროგრამის კოორდინაცია ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო აღსრულებაზე კონტროლი ფინანსთა სამინისტროს დაავალა.

მანმადე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარებებზე და სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელბის კოორდინაცია პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილიას ეკისრებოდა. ჯუდი ოკონორის განცხადებით მსოფლიო ბანკს აღნიშნულ ცვლილებასთან არანირი კავშირი არ აქვს, თუმცა აქვე დასძენს, რომ “საქართველომ სიღარიბის დაძლევის მხრივ წარმატებებს ვერ მიაღწია.” ამას თან დაერთო საქართვლოს დონორი ქვეყნების მხრიდან “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამისადმი” გამოთქმული უკმაყოფილება.

საქართველოს ხელისუფლება ცვლილებების შემდგომი განხორციელების პირობას იძლევა. 8 მარტს ჯუდი ოკონერთან გამართული შეხვედრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მკაცრი საკადრო პოლიტიკა გატარდება, რათა შეიქმნას ერთიანი ეკომომიკური გუნდი, რომელიც რეფორმების გატარებაზე იმუშავებს.

საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე პრეზიდენტი შევარდნაძეც საუბრობს. `მსოფლიო ბანკის წინაშე მთელი რიგი ვალდებულებები ვერ შევასრულეთ. მე მაქსიმალურად ვეცდები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ, რადგან საქართველო ფეხზე დგება, ეკონომიკა გამოცოცხლდა, ფინანსურ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალა,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ჯუდი ოკონორთან 8 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 7 მარტს გაცილებით ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა. “შემცირდება თუ არა დახმარება ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, იმედია, რომ ეს ას არ მოხდება,” განაცხადა ზურაბ ნოღადლემა. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკი გაითვალისწინებს საქართველოს მიერ 2001 წლის ბოლოსთვის მიღწეულ წარმატებულ შედეგებს და საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.

თუმცა მსოფლიო ბანკი, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. 2003 წლიდან მოყოლებული სამი წლის განმავლობაში საქართველო დაგეგმილი 130 მილიონი დოლარის ნაცვლად 100 მილიონზე ნაკლებს მიიღებს.

საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანიკის მიერ დახმარების 20%-ით შემცირება მომვალი წლიდან დაიწყება და არ შეეხება 2002 წელს. ამიტომ მიმდინარე წელს ბიუჯეტმა, რომელიც უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში არ სრულდება, ამ მიმართულებით ცვლილებები და დანაკლისი არ უნდა განიცადოს.

საქართველოს მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლიდან არის. პირველი ფინანსური დახმარებები და კრედიტები საქართველოს 1994 წლიდან გადაეცა. ამ პერიოდის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, რომდესაც საქართველოში მიმდინარე რეფორმებით უკმაყოფილო საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს დახმარებებს უმცირებს.

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან პირველი გაფრთხილება ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერში მიიღო. 2001 წლის 4 ოქტომბერს ვოშინგტონში პრეზიდენტი შევარდნაძე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯეიმს ვულფენსონს შეხვდა. ვულფენსომა ედუარდ შევარდნაძეს განუცხადა, რომ ბანკის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაწევა ამ ქვეყნის მთავროლბის მხრიდან რეფორმების წარმატებულ განხორციელებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

2002 წლის თებერვალში კი ჯუდი ოკონორმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის სახელზე გააგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოშო მიმდინარე რეფორმებისადმი მსოფლიო ბანკის უკმაყოფილებასა და ფინანსური დახმარების შემცირების თაბაზე იყო საუბარი.

მსოფლიო ბანკის საქართველოს ხელსუფლებისამი უკმაყოფილება დამოუკიდებელ ექსპერტებში გარკვულ წილად იმის იმედს იძლევა, რომ მთავრობა რადიკალური ცვლილებების გატარებაზე იქნება იძულებული. მითუმეტეს, რომ ამგვარმა განცხადებებმა ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან უკვე გაიჟღერა.

თუმცა როგორც თავად მსოფლიო ბანკის წარმოამდგენელი ჯუდი ოკონორი აცხადებს, “სახლმწიფო მინისტრის დაპირება, რომ გატარდება მკვეთრი ცვლილებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ამიტომ მსოფლიო ბანკი ფაქტების საფუძველზე და არა დაპირებების მიხედვით იმოქმედებს, რის შესაბამისადაც გადაწყვეტს საქართველოსთვის დახმარების შემცირების თუ გაზრდის თაობაზე.”
 
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება ბუნებრივი შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ატარებდა.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button