ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 12-15 მარტი. 2002

12 მარტი, სამშაბათი

1.  დადგენილების პროექტი “თედო ჯაფარიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობოდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 96
მოწინააღმდეგე – 1

2. დადგენილების პროექტი “რობერტ სინგლეტერის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 96
მოწინააღმდეგე – 1

3. დადგენილების პროექტი “მიხეილ ჯიბუტის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრად დამტკიცების თაობაზე”

დადგენილების პროექტი წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა.

მომხრე – 103
მოწინააღმდეგე – 1

13 მარტი, ოთხშაბათი

პარლამენტმა ვერ შეძლო მუშაობის დაწყება ქვორუმის არ ქონის გამო. ფრაქციებმა “ალიანსი ახალი საქართველოსათვის”, “სოციალისტმა”, “აღორძინებამ” დატოვეს დარბაზი “ახალი მემარჯვენეების” სოლიდარობის მიზნით.

პარლამენტის თავჯდომარის გაკვირვება გამოიწვია ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა. მისი ინფორმაციით “ახალი მემარჯვენეები” 14 მარტს გამოცხადებული სოლიდარობის გარეშეც აპირებდნენ დარბაზში დაბრუნებას და აფხაზეთის საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებას.

პარლამენტრის სხდომის განახლება ვერც დღის მეორე ნახევარში მოხერხდა.

14-15 მარტი, ხუთშაბათი-პარასკევი

პარლამენტმა ორდღიანი განხილვა მიუძღვნა აფხაზეთის საკითხისს. დეპუტატების გადაწყვეტილებით სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

პარლამენტს უნდა მიეღო დადგენილების პროექტი აფხაზეთთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა კენჭისყრა სავარაუდოდ საგანგებო სესიისთვის გადაიდო, რომელსაც მომავალ კვირაში მოიწვევენ.

1. დადგენილების პროექტი “ლევან მიქელაძის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის თანმდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოედგილემ ალექსანდრე ჭუმბურიძემ.

მომხრე – 139
მოწინააღმდეგე -3

2.  დადგენილების პროექტი “ლევან მიქელაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში და გაეროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოედგილემ ალექსანდრე ჭუმბურიძემ.

მომხრე – 149
მოწინააღმდეგე – 1

მომხრე – 91
მოწინააღმდეგე – 6

მომხრე – 91
მოწინააღმდეგე – 6

Back to top button