ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 28 თებერვალი-1 მარტი. 2002

28 თებერვალი, ხუთშაბათი

პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ემსჯელა რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებზე. პლენარულ სხდომაზე ინფორმაცია გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მანაღარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 27 თებერვალს რუსეთის ოფიციალურ წრეებში და მასმედიაში წამოწყებული “ანტი ქართული ისტერია” პასუხს მოითხოვს საქართველოს მხრიდან. მენაღარაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო-უსაფრთხოების სფეროში გეგმაზომიერად მიმდინარეობს “წრთვნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამის” ჩარჩოში და რუსეთი სრულად ინფორმირებულია ამის თაობაზე. მისი თქმით – “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ს დახმარებით ადგილობრივი სტრუქტურების იმ კონდიციამდე მიყვანით, რომ მათ თვითონ შეძლონ საკითხის ლოკალურად მოგვარება”. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს შეშფოთების ობიექტური მიზეზი არ აქვს, რაგდან ქართული ანტიტერორისტული კამპანია უპირველესად მათ ინტერესებს ეხმაურება. 

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ მოუწოდა მთავრობას გაცილებით მწვავე რეაქცია გამოეხატა შექმნილ სიტუაციაში. საქართველოს მიმართ პირდაპირი აგრესიის გამოხატულებაა რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. ჟვანიას თქმით “არავის აქვს აჟიოტაჟის ატეხვის უფლება საქართველოში მყოფი ოცი ამერიკელი სამხედროს გამო, რომელთა მისია რუსეთის მიერ შექმნილი მითის ბინ ლადენის შესახებ განეიტრალებაა”.

ფრაქცია “ტრადიციონალისტის” თავჯდომარემ აკაკი ასათიანმა წამოაყენა ინიციატივა ჩეჩნეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დუმა განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხს.

პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელიც ასახავს საქართველოს პარლამენტის ადეკვატურ რეაქციას რუსეთის ოფიციალურ წრეებში წარმართული ანტიქართული კამპანიის მიმართ.

1. კანონპროექტი “სარეგისტრაციო მოსაკრებელების შესახებ”

 კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.

განიხილეს II მოსმენით.

მომხრე – 101
მოწინააღმდეგე – 1

2. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის წევრის დავით მაღრაძის ადგილმონაცვლის მიქაელ მახმუდოვის უფლებამოსილების ცნობის შესახებ”

მომხრე – 100
მოწინააღმდეგე – 14

3. კანონპროექტი “შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადაგინა პარლამენტის წევრმა რევაზ მიშველაძემ.

მომხრე – 98
მოწინააღმდეგე – 5

4. კანონპროექტი “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ ზურაბ გაიპარაშვილმა.

მომხრე – 100
მოწინააღმდეგე – 6

1 მარტი, პარასკევი

1. დადგენილების პროექტი “საქართველოს 2002 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა სიორიძემ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ.

მომხრე – 109
მოწინააღმდეგე – 15

2. დადგენილების პროექტი “საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ”

დადგენილების პროექტი წარადგინა პარლამენტის წევრმა ნოდარ გრიგალაშვილმა.

სარედაქციო კომისიამ მეორე მოსმენისთვის რექტორთა საბჭოსთან ერთად დოკუმენტი დახვეწა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიეღო  განათლების სამინისტროსაც, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მათ უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა სამინისტრომ წარმოადგინა დასკვნა დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გრიგალაშვილის შეფასებით არაკომპეტენტური და დამცინავი ხასიათისაა.

დოკუმენტის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილები ფრაქცია “XXI საუკუნის” წევრები იმ მოტივით, რომ ეროვნული საწყისები არ ჩანს კონცეფციაში.

დადგენილების პროექტს ეწინააღმდეგებოდა განათლების მინისტრი ალეკო კარტოზია, რომელიც განხილვის გადადებას ითხოვდა და პარლამენტის გარკვეულ ძალებს უხარისხო პროექტის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

პარლამენტარების აღშფოთება გამოიწვია მინისტრის მკაცრამა ტონმა და იმ მოსაზრებამ, რომ სოროსის ფონდიდან გრანტის მიღებაში პროექტის ავტორები პირადად არიან დაინტერესებულები.
საბოლოოდ დადგენილების პროექტი მიიღეს II მოსმენით.

მომხრე – 83
მოწინააღმდეგე – 37

3. კანონპრეოქტი “ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დედათა და ბავშვთა და ოჯახის განვითარების საკითხთა ქვეკომიტეტის თავჯდომარემ ნანა ბიჭიაშვილმა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 140
მოწინააღმდეგე – 2

4. კანონპროექტი “წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 119
მოწინააღმდეგე – 6

5. კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართადარღვევატა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 4

6. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეატნის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ რომან დალაქიშვილმა.

განიხილეს გამარტივებული წესით.

მომხრე – 122
მოწინააღმდეგე – 8

7. კანონპრექტი “საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღიარებულია გაერო-ს მიერ გამოცხადდა უქმე დღედ.

მომხრე – 120
მოწინააღმდეგე – 19

8. “გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი) ხელშეკრულების რატიფიცირება.

მომხრე – 120
მოწინააღმდეგე – 130

Back to top button