ახალი ამბები

საქართველოს აფხაზეთთან მიმართებაში შეთანხმებების გადახედვა სურს?

(თბილისი, 25 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთთან დაკავშირებით დადებული შეთახმებების გადახედვაზე საუბრობენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა 1994 წელს მოსკოვში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა. 

საქართველოს მთავრობა არ აპირებს კოდორის ხეობიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდირებულია გაეროს გენერალური მდივნის 2002 წლის 18 იანვრის მოხსენებაში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე კოდორის ხეობაში საქართველოს შეირაღების ყოფნა მიუღებელია.

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “ჯარის გაყვანის ნაცვლად უნდა გადაიხედოს ადრე დადებული შეთანხმებები”.

საგარეო საქმეთა მინისტის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, “აქ საუბარი არ არის “გადახედვაზე”, საუბარია ძველი შეთანხმებების ინვენტარიზაციაზე”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button