ახალი ამბები

აფხაზური მხარე კოდორის მოსახლეობას უსაფრთხოებას პირდება

(თბილისი. 14 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – იმ შემთხვევაში თუ ქართული ჯარის დანაყოფები კოდორის ხეობას დატოვებენ, აფხაზური მხარე ხეობის ქართულ მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასტამურ ტანია.

350 ქართველი ჯარისკაცის მიერ კოდორის დატოვების აუცილებლობას გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში დიტერნ ბოდენიც ეთანხმება.

ოფიციალური თბილისი დაუშვებლად მიიჩნევს ხეობიდან ჯარების გამოყვანას, რადგან თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, კოდორის მოსახლეობის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

კოდორში დამატებითი ძალები ოქტომბერში შევიდნენ, როდესაც აფხაზეთში ჩეჩენ-ქართველ პარტიზანულ ჯგუფებსა და აფხაზ სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button