ახალი ამბები

ჟვანია პრემიერ-მინისტრობაზე უარს აცხადებს

იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა კაბინეტი შემოღებული იქნება, პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ ჟვანიამ 17 სექტემბერს განაცხადა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

“პირადმა ამბიციებმა არ უნდა გადაწონონ პარტიის ინტერესები”, განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ.

ჟვანია პრემიერ-მინისტრობის უპირველესი კანდიდატი იყო. მის კანდიდატურას პრეზიდენტი შევარდნაძეც უჭერდა მხარს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button