
პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 11-14 სექტემბერი, 2001.
11 სექტემბერი, სამშაბათი
საშემოდგომო სესია გახსნა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ. მან ტრადიციული გამოსვლა მიუძღვნა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიმოხილვას. ზ.ჟვანიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის წარმოქმნილი ნდობის კრიზისი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ხელისუფლების არსებობის საკითხს.
ზ.ჟვანიამ კვლავ დიდი ყურადღება დაუთმო ანტიკორუფციული ღონისძიებების განხორციელების საკითხს. პარლამენტი თავის წვლილს კორუფციასთან ბრძოლაში კონკრეტული სტრუქტურის ჩამოყალიბებით შეიტანს, რომელიც ეხება ანტიკორუფციული მონიტორინგის საბჭოს შექმნას. აღნიშნული საბჭო, პარლამენტის თავჯდომარის თქმით, დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, საზოდაგოების ცნობილი წევრებით და ექსპერტებით. ანტიკორუფციული მონიტორინგის საბჭო პლენარულ სხდომაზე გატანამდე განიხილავს თითოეულ კანონს და კორუფციული თუ პირადი ინტერესების ლობირების აღმოჩენის შემთხვევაში დაბლოკავს და გამოააშკარავებს მას.
საპარლამენტო და მთლიანად სახელისუფლებო კრიზისთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და შეეცდება, რომ არ დაუშვას საქართველოს კონფრონტაციული გზით განვითარება. Aამასთანავე აღნიშნა, რომ მოქალაქეთა კავშირი აწარმოებს კონსულტაციებს ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან და მზადაა კომპრომისების საფუძველზე საერთო ენა გამონახოს მათთან.
უმრავლესობის ლიდერმა ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონისა და საარჩევნო კოდექსის ირგვლივ მოხდება შეთანხმება ოპოზიციასთან, ეს პრეცენდენტი იქნება მომავალი თანამშრომლობისათვის. იგი გამოვიდა პრეზიდენტთან ნდობის ჯგუფის შექმნის ინიციატივით, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს. ნიკო ლეკიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.
ფრაქციათა ლიდერებმა რევაზ ადამიამ, გივი ლომინაძემ, ვლადიმერ ქარსელაძემ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და ოპოზიციას თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს.
ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ესწრებოდა პლენარულ სხდომას იყო ტრადიციონალისტთა ფრაქცია. Aაკაკი ასათიანმა შესთავაზა უმრავლესობას ადგილობრივი არჩევნების გადადება და შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის კანონისა და საარჩევნო კოდექსის სერიოზული გადასინჯვა. მას შემდეგ რაც, უმრავლესობამ ოპოზიციის ჯინაზე ფალსიფიკაციის გზით ბრმად მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი და საარჩევნო კოდექსი, ოპოზიცია ვეღარ ხედავს აზრს მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში. აკაკი ასათიანმა მოუწოდა უმრავლესობას ოპოზიციის ბოიკოტის იდეას ისეთი კონტრწინადადება დაახვედროს, რომელიც მოხსნის დაძაბულ სიტუაციას.
თედო პაატაშვილის ინიციატივას საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავჯდომარემ მხარი დაუჭირა.
დღის მეორე ნახევარში სხდომას მრეწველთა ფრაქციაც შეუერთდა. Gგოგი თიფაძემ თავის გამოსვლაში მხარი არ დაუჭირა არჩევნების გადადებას და ამასთანავე მოითხოვა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლა. მან კვლავ მოითხოვა Dდღის წასრიგში ჩასმულიყო მრეწველების ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. თუ მრეწველების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს პარლამენტი, მაშინ ისინი აპირებენ საერთოდ დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
1. დადგენილების პროექტი “ლევან ძნელაძის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ.
ლევან ძნელაძე საპროგრამო სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე და დარბაზში მსხდომთაA მხარდაჭერა დაიმსახურა.
მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0
12 სექტემბერი, ოთხშაბათი
1. კანონპროექტი “შემოქმედ მუსაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მაღრაძემ.
განიხილეს II მოსმენით.
მომხრე – 107
მოწინააღმდეგე – 1
2. კანონპროექტი “შესაძლო მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”
კანონრპროექტი წარადგინა ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპერტამენტის თავჯდომარემ ზურაბ გაიპარაშვილმა.
განიხილეს II მოსმენით.
მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 4
3. კანონპროექტი “მიგრანტთა ინსპექტირების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
კანონრპროექტი წარადგინა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გაიოზ ნოზაძემ.
კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.
მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 3
4. კანონპროექტი “მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ”
კანონპროექტი წარადგინა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ თეიმურაზ ბერიძემ.
განიხილეს I მოსმენით.
მომხრე – 114
მოწინააღმდეგე – 2
5. დადგენილების პროექტი “ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლემენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე”
დადგენილაბის პროექტი წარადგინა ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში შენობა-ნაგებობების რესტავრაციისა და ახალი მშენებლობების კანონიერების შემსწავლელი დროებითი საპარლემენტო კომისიის თავჯდომარემ დავით მაღრაძე. A
აღნიშნულ კომისიას ექვსი თვით გაუგრძელდა ვადა.
მომხრე – 108
მოწინააღმდეგე – 0
6. საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
განცხადება მომზადდა საგარეო ურთიერთობათაA კომიტეტში. კომიტეტის თავჯდომარემ Nნინო ბურჯანაძემ გააცნო პარლამენტს განცხადების შინაარსი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს პარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამძიმარს უცხადებს ამერიკელ ხალხს, აშშ-ს კონგრესს და პრეზიდენტს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქრთველომ თავისთავზე იწვნია ტერორიზმის შედეგები. საქართველო მოუწოდებს ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას აღიმაღლოს ხმა ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგანაც მომხდარი სცილდება Aაშშ-ს ეროვნულ საზღვრებს.
მომხრე – 118
მოწინააღმდეგე – 0
13 სექტემბერი, ხუთშაბათი
1. კანონპროექტი “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ”
კანონპროექტი წარადგინა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ცქიტიშვილმა.
აღნიშნული კანონის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა პარლამენტში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბარამიძე – მერაბიშვილი და კანონპროექტის ავტორი ზურაბ ცქიტიშვილი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე მოითხოვდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა შეესწავლა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რადგანაც აღნიშნული ორგანიზაცია 1997 წლის 25 ოქტომბრიდან კანონგარეშედ ფუნქციონირებდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს გია ბარამიძე კანონპროექტს, თუ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა გამოძიებული იქნება და ახალი კანონით პალატის ფუნქციონირების ახალი ეტაპი დაიწყება.
ვანო მერაბიშვილის პრეტენზიები ეხებოდა კანონში საზოგადოების კონტროლის მექანიზმების არარსებობას. მერაბიშვილი არ ეთანხმება პალატისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას და აცხადებს, რომ კომტროლის ის მექანიზმები, რომელიც კანონშია მოცემული ბუნდოვანია და კონკრეტიზაციას საჭიროებს.
ზურაბ ცქიტიშვილი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტი არ ეხება ძველი პალატის საქმიანობას და აყალიბებს სრულიად ახალ ორგანიზმს. ერთადერთი კავშირი ძველსა და ახალს შორის გამოიხატება ქონების მემკვიდრეობის საკითხებში. მისი თქმით, პარლამენტის ყველა კომიტეტმა და მათ შორი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყველა ფრაქციამ, კომპეტემტურმა სამინისტრომ, კერძო ორგანიზაციებმა – გადამხდელთა კავშირმა, მეწარმეთა კავშირმა და საერთაშორისი სავაჭრო პალატამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.
განიხილეს I მოსმენით.
მომხრე – 78
მოწინააღმდეგე – 8
კენჭისყრის შემდეგ გია ბარამიძის დაჟინებულ მოთხოვნას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა გადაეცათ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიისთვის შესასწავლად, რეგლამენტის პროცედურის დარღვევისა და ქვორუმის არარსებობის მოტივით უარი ეთქვა.
14 სექტემბერი, პარასკევი
1. კანონპროექტი “დასაქმების შესახებ”
კანონპროექტი წარადგინა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.
კანონპროექტის მიხედვით მცირე, საშუალო და საოჯახო ბიზნესის სტიმულირება მოხდება სუბსიდიების და კრედიტების გაცემის გზით, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის გადაჭრას ქვეყანაში.
განიხილეს II მოსმენით, მუხლობრივად
მომხრე – 112
მოწინააღმდეგე – 1
2. კანონპროექტი “საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღების მოსაკრებლის შესახებ”
კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა.
კანონპროექტი ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებას. კანონპროექტი ადგენს ფიქსირებულ გადასახადს მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღებისთვის 1 გვერდი – 5 თეთრი, 1 საათი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი – 50 თეთრი. შემოსავალი ჩაირიცხება ბიუჯეტში.
კენჭი ეყარა I მოსმენით.
მომხრე – 101
მოწინააღმდეგე – 2
3. კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა.
კანონპროექტი არეგულირებს სამეწარმეო კონტროლის კანონიდან გამომდინარე მოსამართლის განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების წესებს. კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს განაჩენის გაცნობიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართოს საოლქო სასამართლოს, რომელმაც სარჩელი სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს.
კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.
მომხრე – 102
მოწინააღმდეგე – 1
4. დადგენილების პროექტი “ცალკეულ თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პ[არლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ”
დაგენილების პროექტი წარადგინა ცალკეულ თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ მიხეილ ოსაძემ.
კომისიაში მოქალაქეთა კავშირის ქვოტას შეავსებს ირაკლი გოგავა.
მომხრე – 98
მოწინააღმდეგე – 0