ახალი ამბები

საპარლამენტო კრიზისს დასრულებას ოპოზიცია ხელს არ უწყობს

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ტოტალურ კრიზისს განიცდის. ოპოზიცია უარს აცხადებს საპარლამენტო სხდომებზე დასწრებაზე და უმრავლესობას ულტიმატუმებს უყენებს. ქართული პრესის მთავარ თემად კვლავ პარლამენტი და ოპოზიციის ბოიკოტი რჩება.

“რეზონანსი” პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ირონიულად ასახავს. მაშინ როდესაც საპარლამენტო ოპოზიციას თავისი თავი “გაერთიანებულად” მიაჩნია, გაზეთი გაზეთი მას “სადღეხვალიოდ შეკოწიწებულს” უწოდებს. თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის ოპოზიცია, რომელმაც მმართველ პარტიას თვალი აუხილა და “მოქალაქეთა კავშირი” თავს უკვე აღარ იტყუებს.

ირონიულია “რეზონანსის” განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა დილით ერთი განცხადება გააკეთა, ხოლო “წესისამებრ, მისი განცხადება ნაშუადღევისთვის შეიცვალა”.

გაზეთის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფრაქცია “მრეწველებმა” დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ მიიღეს ნებართვა პარლამენტის სხდომაზე შესვლის თაობაზე. ოპოზიციას დილიდანვე უღალატა ფრაცქია “ტრადიციონალისტმა”. ის რომ არა, პარლამენტის დარბაზში ქვორუმის ვერ შეაგროვდებოდა.

“ახალი თაობა” გაცილებით უფრო მწვავედ უდგება ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციას: “საქართთველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. საქართველოს მრავლისმნახველი პარლამეტნისაგან გუშინ ძალიან ბევრს ელოდნენ, მარამ თუ საქმე ასე სერიოზულად იქნებოდა, ეს უკვე აღარავის ეგონა”.  ოპოზიციამ ფაქტიურად ალტერნატიული პარლამენტი შექმნა, “რომელსაც, მართალია, გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, მაგრამ ოპოზიციონერები აქტიურად აპირებენ კანონშემოქმედებით საქმიანობას და პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანმადე არ შედგამენ ფეხს, სანამ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ”.

სტატიაში იგრძნობა უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაგრამ ავტორი არ არის ტენდენციური საპარლამენტო უმრავლესობასთან დაკავშირებით. “ოპოზიციის ქურუმები საპარლამეტნო უმრავლესობის წყევლა-კრულვის რიტუალებს ასრულებდნენ… თუმცა საპარლამენტო სხდომებზე ოპიზიციისადმი წყევლა-კრულვა არ გამოუგზავნიათ”, წერს გაზეთი. “ახალი თაობა” ერთ პარადოქსულ სიტუაციას ყვება: ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები პარლამენტის ეზოში შადრევნის გარშემო შეკრებილიყვნენ. “მათი ერთი ნაწილი სიცილ-ხითხითით იკლებდა იქაურობას. თუმცა, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანაში სატირლად გვაქვს საქმე”.

“დილის გაზეთი” ნაკლებად ემოციურია. ის ეთანხმება “ახალი თაობის” მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კრიზისის გამომწვევი თუ არა შემნარჩუნებელი მაინც სწორედ ოპოზიციაა. ოპოზიცია უკვე ვეღარ დგამს სწორ ნაბიჯებს და ფაქტიურად დაშლის პირასაა. “საპარლამეტნო უმრავლესობის კონსტრუქციულმა პოზიციამ ოპოზიცია კედელთან მიაყენა. “მრეწველებმა” რეალურად შეაფასეს სიტუაცია”, წერს ავტორი. “დილის გაზეთის” სტატია ძირითადად პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ნიკო ლეკიშვილის სიტყვით გამოსვლებს ეხება.

Back to top button