ახალი ამბები

ჟვანია პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას პირდება

10 სექტემბრის პრეზიდენტის ბრიფინგზე განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტში შექმნილ მდგომარეობას და ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების შესაძლო ბოიკოტის საკითხს დაეთმო. ედუარდ შევარდნაძემ უმნიშვნელოდ ჩათვალა პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ საპარლამენტო უმცირესობისადმი გაკეთებული მიმართვა. როგორც ცნობილია, პარლამეტის სპიკერი თანამდებობის დატოვებაზე მზადყოფნას გამოთვამს, იმ შემთხვევაში თუ მისი მოწინააღმდეგე დეპუტატები 100 პარლამენტარის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებენ. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, ოპოზიციას არა ერთხელ უცდია ხელმოწერების შეგროვება, თუმცა საპარლამენტო უმცირესობამ ვერც ერთხელ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, “ასე რომ ამაში ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”, განაცხადა პრეზიდენტმა.

ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო ბოიკოტის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. “პარალმენტში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეებია. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ არჩევნების ჩატარებისთვის მოსახლეობა მზად არის და პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებს ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალონ”.

რაც შეეხება ზოგადად პარლამენტში შექმნილ მდგომარეობას, კერძოდ კი უმრავლესობაში არსებულ აშკარა განხეთქილებას. ბათუმის ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ზურაბ ჟვანიამ იგი დაარწმუნა, რომ უმრავლესობის შენარჩუნების მყარი გარანტიები არსებობს. “ეს ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშალოს და პარლამენტში სტაბილურობის საფუძველი არ შეირყეს”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

“შ.ს.ს.-სა და “დინამოს” შორის არაფერია საერთო”

პრეზიდენტის ბრზანებულების მიხედვით, რომელიც ანტიკორუფციულ ღონისძიებებს ეხება, ძალოვანმა სამინსიტროებმა, მათ განკარგულებაში არსებული კომერციული საწარმოები ქონების მართვის სამინისტროსთვის უნდა გადასცენ. 1 სექტემბრამდე ძალოვან უწყებებს ამ პროცესთან დაკავშირებით გეგმა უნდა წარმოედგინათ. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არც შინაგან საქმეთა და არც უიშროების სამინისტროს ამის თაობაზე გეგმა არ წარმოუდგენიათ. “ეს რთული პროცესია და სერიოზული მუშაობა დაჭირდება. ამასთან გოგიაშვილი (ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი) ამჟამად აქ არ იმყოფება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და გავარკვევთ რა საწარმოებზეა საუბარი. ის საწარმოები, რომლებიც არ პასუხობს სამართალდამცველთა პროფილს, რა თქმა უნდა ქონების მართვის სამინისტრის უნდა გადაეცეს”, განახადა პრეზიდნეტმა.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ “თბილისის დინამოს”, ამასთან დაკავშირებით შევარდნაძემ აღნიშნა, რომ არაფერი ქონებრივი საერთო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “დინამოს” არ გააჩნიათ. “ეს ძველი დროიდან მოდის, ტრადიციულად, შინაგან საქმეთა მინისტრი, უბრალოდ “დინამოს” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ ითვლებოდა. ახლა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს “დინამოსთან” არაფერი საერთო არ გააჩნია და არც უნდა გააჩნდეს”, აცხადებს პრეზიდენტი.

“უკანონოდ ქონებას არავის ჩამოართმევენ”

დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესახებ კანონპროექტის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ქართველი ბიზნესმენები საქართვლოს ბანკებიდან თანხების გამოტანას და საზღვარგარეთ გადარიცხვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდეტნმა შევარდნაძემ, განაცხადა, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში არც ერთ მოქალაქეს უკანონოდ ქონებას არ ჩამოართმევენ “ამის გარანტი თავად ვიქნები”, აღნიშნა პრეზედენტმა.

თავად კონონთან დაკავშირებით კი პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ მართალია მასში არის გარკვეული საინტერესო და სამარლიანობის მომენტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებობს სხვა ორგანული, თუ არაორგანული კანონები, რომლებიც ითვალისწინებენ უკანონო გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევას. “ჩემი გადაწყვეტილება ასეთი იყო: საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება. თუ საჭიროა შევკრიბოთ ყველაზე ცნობილი იურისტები და მათთან ერთად გადავწყვიტოთ როგორი უნდა იყოს ეს კანონი და ახლა სწორედ ამაზე მიდის მუშაობა: გვჭირდება თუ არა ეს კანონპროექტი”, აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე.

მსგავსი/Related

Back to top button