ახალი ამბები

ძალოვანი სამინისტროები პრეზიდენტის ბრძანებულებას არ ასრულებენ

როგორც დღეს გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა არ შეასრულეს ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ პრეზიდეტნის #95 ბრძანებულების კიდევ ერთი პუნქტი. 1 სექტემბრამდე, ძალოვან სამინისტროებს უნდა წარმოედგინათ მათ დაქვემდებარებაში არსებული კომერციულ საწარმოთა ქონების სამინისტროსათვის გადაცემის გეგმა, რაც დღემდე არ გაუკეთებიათ.

“ეს რთული პროცესია და სერიოზული მუშაობა დაჭირდება. მე აუცილებლად შევხვდები  ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს მირიან გოგიაშვილს და გავარკვევთ რა საწარმოებზეა საუბარი. ის ობიექტები, რომლებიც სამართალდამცველთა პროფილს არ პასუხობენ, რა თქმა უნდა ქონების სამინისტროს უნდა გადაეცეს”, განახადა პრეზიდნეტმა ედუარდ შევარდნაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის #95 ბრძანებულების, ძალოვანი სამინისტროების მიერ შესრულებას, სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა უარყოფითი დასკვნა გაუკეთა. მათ ამ ბრძანებულების რამოდენიმე მუხლი საერთოს არ შეასრულეს.   

მსგავსი/Related

Back to top button