ახალი ამბები

სამინისტროების მუშაობის მიმოხილვა. 1 – 8 სექტემბერი, 2001.

იუსტიციის სამინისტრო

როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი კორუფციის წინააღმდეგ მართლაც საყოველთაო სახალხო მოძრაობის დაწყებას აპირებს. 6 სექტემერს ცნობილი გახდა, რომ იგი ლიბერალურ-ეკონომიკური პარტიის თავმჯდომარესთან ბესო ჯუღელთან ერთად ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს, სახელწოდებით “საქართველო კორუფციის გარეშე”. ჯუღელის განცხადებით, მოძრაობის წესდებაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, ისინი, პარტიული ნიშნის განურჩევლად ყველა პიროვნებასთან ითანამშრომლებენ. სააკაშვილის განცხადებით კი, კორუფციის წინააღმდეგ არაპოლიტიკური ეროვნული მოძრაობა უნდა დაიწყოს, რომელშიც საზოგადოების ჯანსაღი ძალები გაეთიანდებიან.

* * *
 
3 სექტემბეს, იუსტიციის სამინისტრომ, რუსთავის მახლობლად ახლად აშენებული საპყრობილის პრეზენტაცია მოაწყო. ახალი საპყრობილე 1,200 პატიმარზეა გათვლილი. იგი განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთათვის არის განკუთვნილი. საქართველოს სხვადასხა ციხეებიდან ახალ საპყრობილეში მათი გადაყვანა გასულ კვირას დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საპყრობილის მშენებლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა დღემდე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (ამ დროს მანძილზე პენიტენციალური სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა). როგორც პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საპყრობილის მშენებლობის დასრულებაზე 700,000 ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული თანხის გამოძებნა იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში შეგროვებული ჯართის რეალიზაციით მოხერხდა.

სხვათა შორის, საპყრობილის მშენებლობის თემა, 4 სექტემბრის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. მიხეილ სააკაშვილიმა მთავრობის სხდოამზე განაცხადა, მანამ სანამ პენიტენციალური სისტემა შინაგან საქამეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა, ციხის მშენებლობა ჭიანურდებოდა. ამასთან, მისი აშენებისთვის ძალოვანი სამინისტრო გაცილებით უფრო მეტ თანხებს ითხოვდა ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს რეალურად საჭირო იყო, კერძოდ კი 6 მილიონ ლარს. ამ თანხის დიდი ნაწილი, სააკაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა ჯიბეებში წავიდოდა. კახა თარგამაძემ კი პირიქით, ციხის აშენება შინაგან საქმეთა სამინსტროს დამსახურებად მიიჩნევს. მისი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპყრიბილის 80% აშენებული ჰქონდათ, როდესაც ეს საქმე უკვე იუსტიციის სამინისტრომ გააგრძელა. 


ფინანსთა სამინისტრო

ყოველი თვის ბოლოს აქტუალური ხდება ბიუჯეტის შესრულების საკითხი. როგორც ყოველთვის, აგვისტოს თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა უწყებას სხვადასხვა მონაცემები გააჩნია. თუმცა ყველა მონაცემის მიხედვით ირკვევა, რომ აგვისტოს თვის ბიუჯეტში დაგეგმილზე ნაკლები თანხის მობილიზაცია მოხერხდა. საგადასახადო შემოსავლების სამინსტროს მონაცემებით, აგვისტოს ბიუჯეტი 98%-ით შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დააკლდა, საიდანაც 3 მილიონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოსარიცხ თანხას წარმოადგენს. დანრჩენილი ოთხმილიონიანი გარღვევა კი საბაჟო დეპარტამენტის ხარჯზე მოდის. ამასობაში კი, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მტკიცებით, მარტო საბაჟო დეპარტამენტის გარღვევა 7 მილიონ ლარს შეადგენს. იმის და მიუხედავად, თუ რომელი უწყების მონაცემები შეესაბამება რეალობას, ფაქტი ერთია, რომ ბიუჯეტს ყველაზე მეტი საბაჟო დეპარტამნტმა დააკლო.

* * *

გასულ კვირას, სომხეთმა საქართველოს დავალიანებას რესტრუქტურიზაცია გაუკეთა. 3 სექტემბერს, ერევანში საქართველოსა და სომხეთის ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 2001 წელს საქართველო დაფარავს სომხეთისადმი საერთო ვალის (24 მილიონი დოლარი) 4%-ს, რაც დაახლოებით 800,000 ლარს შეადგენს. სომხეთთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველომ მთლიანი დავალინება 2021 წლამდე უნდა დაფაროს.

მხარეები, ასევე მუდმვმოქმედი სამდივნოს შექმნის თაობაზე შეთანხმდენენ, რომლის მიზანი საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში კოორდინაცია და ორი ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობაში შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელება იქნება.

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროსგან, 2002 წლის ბიუჯეტში შეიარაღებული ძალებისთვის 71 მილიონი ლარის გათვალისწინებას მოითხოვს. ფინანსთა სამინსტრო კი, მხოლოდ 36 მილიონის გამოყოფას აპირებს. 6 სექტემბერს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე 2002 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების საკითხი განიხილეს. საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნას უჭერს მხარს.

თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული 36 მილიონი ლარი, მხოლოდ პირადი შემადგენლობის ხარჯებს თუ ეყოფა. მისი თქმით, თავდააცვის სამინისტროს 71 მილიონ ლარზე ნაკლები თანხით დაფინანსება, საქართველოს შეიარაღებული ძალების რღვევას გამოიწვევს. ამავე დროს, თევზაძე აცხადებს, რომ შესაბამისი დაფინანსების არ არსებობის შემთხვევაში 25 მაისის მუხროვანის ამბოხების მსგავსი ფაქტებისგან დაზღველნი ვერ ვიქნებით. 

ფინანსთა სამინისტროს, ამასთან დაკავშირებით, ერთი მარტივი არგუმენტი მოჰყავს: 71 მილიონის გამოყოფა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი შემოსავლები. შემოსავლების ზრდის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო შეიარაღებული ძალების დაფინანსებას პრიორიტეტულ მიმართულებად ჩათვლის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

5 სექტემბერს, მოსკოვში გამორთულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დ.ს.თ.) საგარეო საქმეთა მინისტების საბჭოს სდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ დასწრებია. ქართულ მხარეს მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენდა. ირაკლი მენაღარიშვილის დ.ს.თ.-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი გახდა საქრთველოს დელებაცია, რომელშიც მენაღარიშვილიც შედიოდა, ბუქარესტში 6 სექტემბერს გაემგზავრა.

საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში რუმინეთის შესაძლო მონაწილეობის საკითხი, ასევე საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ კი, რუსეთის მიერ ეუთო-ს სტამბოლის სამიტის შეთანხმების დარღვევა და ოფიციალური მოსკოვის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციის გაჭიანურება. როგორც ცნობილია, რუმინეთი, ამჟამად ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარეა.

* * *

5 სექტემბერს, შატილში ეუთო-ს დამკვირვებლებისთვის ექსპლუატაციაში ახალი შენობა შევიდა. დამკვირვებლები საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას უწევენ მონიტორინგს. დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საზღვრის ამ მონაკვეთის მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საზღვრის თემასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. როგორც სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რუსეთის მხარე შეგნებულად აჭიანურებს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებს.

საქმე იმაშია, რომ რუს ჯარისკაცებს დაკავებული აქვთ საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მდებარე სოფელი ფიჭვები. აღნიშნული ტერიტორია დაუდგენლად ითვლება, ამიტომ საქართველოს მხარე რუსეთისგან სოფლის დატოვებას და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ გაგრძელებას მოითხოვს.

* * *

4 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილმა რუსეთის სახელმწიფო სათათიროს საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი რაგოზინი მიიღო. საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ფართო პრობლემატიკას შეეხო. საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რაგოზინის მიერ გაკეთებულ ერთ განცხადებაზე, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ენიჭება. რუსეთის სათათბიროს დეპუტატის განცხადებით, რუსეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სიძლიერე.

მსგავსი/Related

Back to top button