ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 4 სექტემბერი. 2001

4 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ 11 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიას პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია გახსნის. ის პოლიტიკურ მოხსენებას წაიკითხავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბიუროს სხდომის გადაწყვეტილების თანახმად საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ვალერი ხაბურზანიამ კატეგორიულად უარყო საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსის ტექსტში უკანონოდ მოხდა დამატებითი ცვლილებების შეტანა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ზურაბ ჟვანიამ კანცელარიაში გაგზავნილ, დანომრილ და თითოეულ ფურცელზე ბეჭედდასმულ კანონპროექტში ცალკეული მუხლების თვითნებურად ჩამატება გამორიცხა, თუმცა მან ამ საკითხში უკეთ გასარკვევად კომისიის შექმნა გადაწყვიტა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, მომავალი კვირის პლენარულ სხდომათა დღის წესრიგში შეტანილია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტზე ლევან ძნელაძის კანდიდატურის განხილვის საკითხი.

მსგავსი/Related

Back to top button