ახალი ამბები

ქართულ არმიას დაშლა ემუქრება

“ახალი თაობა”, “რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 2002 წელს შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან 71 მიილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს, ფინანსთაA სამინისტრო კი მხოლოდ 36 მილიონი ლარის გამოყოფაზე თანხმდება, რაც მხოლოდ პირადი შემადგენლობის ხარჯებისთვისაა საკმარისი. ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული თანხა საბრძოლო შენაერთების ქმედითუნარიანობის, კაპიტალური ხარჯებისა და საგანგებო შემთხვევებისათვის. “დილის გაზეთს” შესადარებლად მოჰყავს საქართველოს მეზობელი სომხეთისა და აზებაიჯანის თავდაცვისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები. სომხეთის თავდაცივს უწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 65 მილიონი დოლარით, ხოლო აზერბაიჯანი – 195 მილიონი დოლარით.

“როგორც ჩანს, ჩვენი ფინანსების მამებისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა ქართული არმია ბრძოლისუნარიანი. საინტერესოა, ხვალ რომ რამე მოხდეს, ვინ დაიცავს ქვეყანას?” კითხულობს “ახალი თაობა”.

თავდაცვის სამინისტროს მხარს უჭერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. “როცა ქვეყანა ფაქტობრივად საომარ ვითარებაში იმყოფება, ფინანსთა სამინისტროს სასაცილოდ არ ჰყოფნის თავდაცვის უწყების მოთხოვნა ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით”, განაცხდა კომიტეტის თავმჯდომარემ გია ბარამიძემ.

ქართული პრესა და თავდაცვის უწყება ერთსულოვანია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არასაკმარისი დაფინანსების შემთხვევაში ქართულმა არმიამ შეიძლება მთლიანად შეწყვიტოს არსებობა. “რადგან 71 მილიონი ლარი, თევზაძის თქმით, იმისთვის არის საკმარისი, რომ ქართული არმია მინიმალურად იყოს ბრძოლისუნარიანი, ადვილად წარმოსადგენია, როგორი ბრძოლისუნარიანი იქნება ის 36 მილიონი ლარის მიღების შემთხვევაში” (“ახალი თოაბა”). 

 

მსგავსი/Related

Back to top button