ახალი ამბები

ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა”

“დილის გაზეთი”

ჯუმბერ პატიაშვილი და ალექსანდრე ჭაჭია დღეს ახალ სახალხო მოძრაობას – “ერთობას” დააარსებენ. “ამ ერთობას ნერვიული სიმშვიდით ხვდება ბლოკი “აღორძინება”, ნერვიული კეთილგანწყობით სმკ, რაც საკმაოდ პარადოქსულია იმ ფონზე, როცა ჟვანიას გუნდის “ანტიამღორძინებლური” წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ ორი პერსონის ანტაგონიზმის ნიშნით მიმდინარეობდა”, წერს “დილის გაზეთი”.

(შეგახსენებთ, ჯუმბერ პატიაშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი 1980-იან წლების ბოლოს, ამავე დროს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ბლოკ “აღორძინების” წევრი. ალექსანდრე ჭაჭია არის მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგი, არის ბათუმის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერ ასლან აბაშიძესთან დაახლოებუი პირი, მის სახელს უკავშირდება საპარლამენტო არჩევნების წინ სამეგრელოს ავტონომიის მოთხოვნასთან დაკავშირებული გამოსვლები).

ჯუმბერ პატიაშვილის განცხადებით, ახალი გაერთიანება “ერთობა” არ შეუშლის ხელს მის ურთიერთობას ბათუმურ ალიანსთან, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე პატიაშვილი ბლოკ “აღორძინებაში” დარჩენას აპირებს. “გაერთიანების მიზნებისა და სტრატეგიის შეფასებისგან ოფიციალურად დაფუძნებამდე თავს შევიკავებ”, აღნიშნა ჯუმბერ პატიაშვილმა.

“ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება მიზნად იმ ძალების გაერთიანებას ისახავს, რომელთაც ჩვენი იდეოლოგიური პლათფორმის გაზიარების სურვილი აქვთ… მიზანი ქართული საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩვენი იდეოლოგიური პლათფორმის ირგვლივ გაერთიანებაა, იმ საზოგადოებისა, რომელიც გულგრილად და ანტიპათიურად უყურებს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალას”, განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ “დილის გაზეთთან” საუბრისას.

მსგავსი/Related

Back to top button