ახალი ამბები

“მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორთა ფრთა საარჩევნო კოდექსის შეცვლის ინიციატივით გამოდის

“მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორთა გუნდი, ოპოზიციას საარჩევნო კოდექსის შეცვლას სთავაზობს. ეკონომიკური რეფორმების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ვანო მერაბიშვილი და ეროვნული თანხმობის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი არსებული საარჩევნო კანონის გამო სურს, მაშინ ისინი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

მაღლაფერიძისა და მერაბიშვილის განცხადებით, ამ პოზიციას “მოქალაქეთა კავშირის” 30 წევრი უჭერს მხარს. ამავე დროს ისინი კიდევ ერთ საკითხს აყენებენ. “მოქალაქეთა კავშირის” აღნიშნული წევრები ადგილობრივი არჩევნების გადადებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ეს ვაკესა და ბაღდადში დაგეგმილ არჩევნებსაც შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე იყრის კენჭს, რომლის კანდიდატურასაც რეფორმატორი “მოქალაქეები” არ ემხრობიან, ხოლო ვაკის არჩევნებში კი “მოქალაქეთა კავშირს” თავისი კანდიდატურა საერთოდ არ ყავს წარდგენილი. 

მსგავსი/Related

Back to top button