ახალი ამბები

პრეზედენტი შევარდნაძე, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში მიემგზავრება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ორდღიანი ოფიციალური ვიზირით რუმინეთში მიემგზავრება. ედუარდ შევარდნაძე, რუმინეთის პრეზიდენტთან იონ ილიესკუსთან შეხვედრისას ყურადღებას რუსეთის მიერ ეუთო-ს, 1999 წლის, სტამბოლის სამიტზე, საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაუთმობს. როგორც ცნობილია, რუმინეთი ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარეა.

მოლაპარაკებებისას, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტები, ასევე ორ ქვეყანას შორის  სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრებენ. ყურადღებას კი, ენერგომატარებლების ტრანსპორტირების საკითხებზე გაამახვილებენ. რუმინეთი “აბრეშუმის გზის” და “ტრასეკას” პროექტების აქტიური მონაწილეა.   

Back to top button