ახალი ამბები

შარაძე საეთაშოროსო არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ

პარლამენტარი გურამ შარაძე, საერთაშორისო არასამთავრობა ორგანიზაცია “ჰიუმენ რაიტს უოჩის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

მოხსენების იმ ნაწილში, სადაც საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობასა და მათი უფლებების დაცვაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ გურამ შარაძე, მართალია იოღოველების წინააღმდეგ ბრძოლისას არ მიმართავს ბასილ მკალავიშვილის მსგავს მეთოდებს, მაგრამ იგი თავისი ქმედებით ზღუდავს რელიგიური უმცირესობის უფლებებს. მაგალითად მოყვანილი იყო შარაძის მიერ იეღოველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი.

გურამ შარაძის განცხადებით მას არაფერი უკანონო იოღოველების წინააღმდეგ არ ჩაუდენია, ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო არასამთავრობა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტარის უფლებები დაარღვია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ შარაძემ, ასევე აღნიშნა, რომ იგი მალე ა.შ.შ.-ში საქართველოს ელჩის თედო ჯაფარიძის გამოწვევას მოითხოვს. შარაძის განცხადებით, ჯაფარიძის წინააღმდეგ მას კომპრომატები გააჩნია, რომელთა დაკონკრეტებისაგან მან თავი შეიკავა, თუმცა მიანიშნა, რომ ეს ჯაფარიძის მხრიდან სექტანტური მოძრაობების მხარდაჭერას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით შარაძე, უახლოეს მომავალში, პრესკონფერენციის გამართვან გეგმავს.

მსგავსი/Related

Back to top button