ახალი ამბები

“ტრადიციონალისტები” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას მოითხოვენ

საპარლამენტო ფრაქცია “ტრადიციონალისტი” ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოს ემიჯნება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ემხრობა. “ტრადიციონალისტის” ლიდერის აკაკი ასათიანის განცხადებით, აუცილებელია არჩევნების 2002 წლის აპრილამდე გადადება და მანამდე რეგიონალიზმის პრონხიპის განხორციელება.

“ტრადიციონალისტები” მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ბოიკოტს, თუ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გადადო. ასათიანი მიიჩნევს, რომ რეგიონალიზმის განხორციელების გარეშე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო. საკოორდინაციო საბჭოში შედიან “სოციალისტები”, “აღორძინება”, ფრაქცია “XXI საუკუნე”, “ახალი მემარჯვენეები”, “ეროვნულ-დემოკრატები”, “სახალხო”, “ლეიბორისტები”.

მსგავსი/Related

Back to top button