skip to content
ახალი ამბები

თავს დაესხნენ ქართველ პარტიზანთა მეთაურს დავით შენგელიას

2 სექტემბერს, გვიან ღამით, ზუგდიდში თავს დაესხნენ ქართველ პარტიზანთა შენაერთის “ტყის ძმების” ლიდერის დავით შენგელიას ოჯახს, რის შედეგადაც დაიღუპნენ შენგელიას მეუღლის დედ-მამა, ხოლო მისი მეუღლის ძმა კი მძიმედ დაიჭრა.

შენგელიას სახლში, რომელშიც მასთან ერთად მისი მეუღლე, შვილი, მეუღლის მშობლები და ძმა იმყოფებოდნენ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ დახვრიტეს შენგელიას სიდედრი და სიმამრი. შენგელიას ბავშმა თავდამსხმელებისგან დამალვა მოახერხა და სასწაულად გადარჩა. თავდამსხმელები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მეორე სართულზე მყოფმა პარტიზანთა მეთაურმა მათ ცეცხლი გაუხსნა. თავად შენგელია უვნებლად გადარჩა.

სავარაუდოდ თავდამსხმელებს გარეთ ავტომობილი ელოდებოდათ. “ტყის ძმების” მეთაური მომხდარში აფხაზ სეპარატისტებს ადანაშაულებს.   

Back to top button