News
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე და მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად
17 მაისს დემონსტრანტები თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბნენ ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. პარალელურად გაიმართა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს შემოიღო და რომელიც თბილისის ცენტრში რამდენიმე ადგილას აღინიშნა; დასასრულს კი გაიმართა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. სამი წლის წინ კონტრდემონსტრანტები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას.
This post is also available in: ქართული (Georgian) Русский (Russian)