We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი შედეგები: „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 80.7%-ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით ხმების 80.7%-ით ლიდერობს, ოპოზიციურმა პარტიებმა კი ჯამურად 19.3% მიიღეს. ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ ორმა მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“ მიიღო მონაწილეობა. სხვებმა, მათ შორის იმ პარტიებმა, რომელთა ლიდერებიც ამჟამად ციხეში არიან, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პროპორციულ არჩევნებში ოფიციალური წინასწარი შედეგები ჯამურად ასეთია: „ქართული ოცნება“ ლიდერობს ხმების 80,78%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“/ძლიერი საქართველო 6,78%-ით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 3,87%-ით, იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩი“ 3,29%-ით და ულტრამემარჯვენე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 2,77%-ით.

ცესკოს 21:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • (41) კახა კალაძე – ქართული ოცნება – 71.55% (210 280 ხმა);
  • (9) ირაკლი კუპრაძე – ლელო + საქართველოსთვის – 12.45% (36612 ხმა);
  • (36) იაგო ხვიჩია – გირჩი – 7.52% (22122 ხმა);
  • (3) ზურაბ მახარაძე – კონსერვატორები საქართველოსთვის – 4.12% (12110 ხმა).

პროპორციული კენჭისყრის შედეგები თბილისში:

  • (41) ქართული ოცნება – 207 985 ხმა (70.15%);
  • (9) ლელო-სტრონგ საქართველო – 29 807 ხმა (10.54%);
  • (36) გირჩი – 22 230 ხმა (7.49%);
  • (3) კონსერვატორები საქართველოსთვის – 12 811 (4.32%);
  • (25) გახარია საქართველოსთვის – 9 483 ხმა (3.19%);
  • (8) საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3 151 ხმა (1.63%);
  • (1) სამშობლო, ენა, სარწმუნოება – 3 020 ხმა (1%);
  • (7) თავისუფალი საქართველო – 2 647 ხმა (0.89%);
  • (12) მწვანეთა პარტია – გიორგი გაჩეჩილაძე 1 906 (0.64%);
  • (5) ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 1 720 ხმა (0.58%);
  • (11) საქართველო – 943 ხმა (0.31%);
  • (14) სახალხო ხელისუფლება – 761 ხმა (0.25%).

ქვემოთ მოცემულია საქართველოს ოთხი სხვა თვითმმართველი ქალაქის წინასწარი შედეგები:

რუსთავი:

  • (25) გახარია საქართველოსთვის – თამარ კეკენაძე – 2 717 (8%)
  • (41) ქართული ოცნება – ნინო ლაცაბიძე – 30 962 (91.9%)

ქუთაისი:

  • (41) ქართული ოცნება – დავით ერემეიშვილი – 85.62%
  • (25) გახარია საქართველოსთვის – პაატა ზაქარეიშვილი – 8%
  • (11) საქართველო – გიროგი ამაღლობელი – 6,3%

ფოთი:

  • (41) ქართული ოცნება – ბექა ვაჭარაძე – 100%

ბათუმი:

  • (41) გიორგი ცინცაძე – ქართული ოცნება – 80.55%
  • (25) გოჩა გუგუნავა – გახარია საქართველოსთვის – 10.4%
  • (5) ზვიად კვირიკაძე – ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 4.2%
  • (42) კახაბერ ცისკარიძე – „საინიციატივო ჯგუფის“ დამოუკიდებელი კანდიდატი – 24%
  • (1) თამარ მიქელაძე – სამშობლო, ენა, სარწმუნოება – 2.3%.

This post is also available in: English

Back to top button