
ახალი ამბები
საქართველოში კიდევ ერთი ფრანგი ფოტოჟურნალისტი არ შემოუშვეს
ფრანგი ფოტოჟურნალისტი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდა, ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. მან 3 აგვისტოს ინსტაგრამზე დაწერა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ექვსსაათიანი ლოდინისა და გამოკითხვის შემდეგ, მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და ოფიციალურ მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ დაუსახელეს.
მან ასევე განაცხადა, რომ იგივე პუნქტი გამოიყენა საქართველოს სასაზღვრო ხელისუფლებამ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „თავიანთ რეჟიმებს დაუპირისპირდნენ“. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას ელოდა.
This post is also available in: English