
ახალი ამბები
რიჟვაძის საქმეზე დაკავებული ალექსი ახვლედიანი გირაოთი გაათავისუფლეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის სავარაუდო მცდელობა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ახვლედიანი ინციდენტის დღესვე დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English