
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი დიპლომატი დაიბარეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 3 ივნისს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე დაიბარეს, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია „საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ იქნა გაპროტესტებული ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია“.
„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. „საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.
„დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – განაცხადა მან.
This post is also available in: English