
აშშ-ის სასაზღვრო პატრული: დაკავებული ქართველი „საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის (USBP) დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბრუკლინში იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელიც „საზოგადოებას სერიოზულ საფრთხეს“ უქმნის.
USBP-ის ცნობით, მამაკაცი აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა და თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა „უფრო ჰგავს, რომ ის თავის ბუნდოვან წარსულს გაურბოდა“.
USBP-ის თქმით, მამაკაცს, რომლის სახელიც არ ხმაურდება, აქვს უცხოური კრიმინალური წარსული, ასევე დაპატიმრებები აშშ-ში. ამავე ინფორმაციით, იგი იყო „კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი“, „მსჯავრდებული საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანების ტრეფიკინგისთვის“, „25-წლიანი სასჯელიდან 9 წელი ციხეში მოიხადა“ და „რუსეთის კგბ-სთან თანამშრომლობაც აღიარა“.
რაც შეეხება მის აშშ-ში ნასამართლეობას, USBP აცხადებს, რომ ის 2024 წლის თებერვალში დააკავეს „წვრილმანი ქურდობის“ და „მოპარული ნივთების შენახვის“ ბრალდებით.
„მან დრო არ დაკარგა კანონის დარღვევისთვის – მხოლოდ 7 თვე იმყოფებოდა აშშ-ში და უკვე მიიღო მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, – განაცხადა USBP-მ და დასძინა, რომ მამაკაცი ამჟამად დეპორტაციის პროცესს ელოდება.
This post is also available in: English