skip to content
ახალი ამბები

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ „ლიკვიდირებული იქნება“, ამის შესახებ დღეს მის თანამშრომლებს აცნობეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა იქვე დასძინა, რომ ცენტრი, რომელიც 2017 წლიდან მის „დაქვემდებარებაში“ მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), „რეორგანიზაციის“ ფარგლებში სამინისტროს „შეუერთდება“.

This post is also available in: English

Back to top button