ახალი ამბები

სამხედრო ძალების რიცხოვნობა ფორმალურად კვლავ 37 ათასით განისაზღვრა

"საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. 2011 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ფორმალურად კვლავ 37 ათასით განისაზღვრა.

37 ათასს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ზღვრულმა ოდენობამ აგვისტოს ომის წინ მიაღწია, გაიზარდა რა ის 5 ათასით 2008 წლის ივლისში.

2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, 2006 წლისთვის –  26 ათასი, ხოლო 2007 წელს თავდაპირველად 28 ათასამდე, ხოლო მოგვიანებით, 32 ათასამდე გაიზარდა.

Back to top button