
ბაიდენის ვიზიტის განრიგი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამა.
ოთხშაბათი, 22 ივლისი
18:15 – კიევიდან თბილისში ჩამოსვლა;
20:00 – ოფიციალური სადილი პრეზიდენტ სააკაშვილითან პრეზიდენტის რეზიდენციში;
21:35 – ბაიდენი და სააკაშვილი დაესწრებიან კონცერტს ღია ცის ქვეშ პრეზიდენტის რეზიდენციაში
ხუთშაბათი, 23 ივლისი
11:30 – ოფიციალური შეხვედრა სააკაშვილთან პრეზიდენტის რეზიდენციაში;
13:35 – შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძესთან, ნინო ბურჯანაძესთან და ირაკლი ალასანიასთან, მოსალოდნელია მათ შორის ასევე იქნება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე;
15:05 – შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან პარლამენტში;
16:30 – ბაიდენის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში;
18:15 – ახალგაზრდობის სასახლეში ბაიდენი შეხვდება ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში იღებენ მონაწილეობას;
19:40 – აეროპორტში გამგზავრება.